მოსკოვში, საგარეო დაზვერვის ობიექტზე რვა წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო
მოსკოვში, საგარეო დაზვერვის ობიექტზე რვა წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო

მოსკოვში, საგარეო დაზვერვის ობიექტზე რვა წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო.

როგორც ტელეკომპანიები  „დოჟდი“ და „ერ-ბე-კა“ იუწყებიან, ინციდენტი 27 ოქტომბერს, იესენევოს რაიონში მოხდა.

მედიასაშუალებების ცნობით, 8-10 წლის ბავშვი აუზში ჩახტა. შემდეგ კი, ის წყალმა სადინარ მილში შეიწოვა. ჟურნალისტების ცნობით, აუზის მილის დახურვა პროფილაქტიკური სამუშაოების შემდეგ დაავიწყდათ.

ბავშვის აუზიდან ამოყვანის შემდეგ ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ექიმები ობიექტზე არ შეუშვეს. დიდი ხნის შემდეგ შენობაში მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანა შევიდა.

როგორ მოხვდა ბავშვი საიდუმლო ობიექტზე უცნობია. საგარეო დაზვერვის სამსახურში მომხდარზე ჯერ კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ „საქმეში ბევრი გაუგებრობაა“.

დატოვე კომენტარი