მოსკოვში პოლიციამ ფორუმ „მუნიციპალური რუსეთის“ მონაწილეები დააკავა
მოსკოვში პოლიციამ ფორუმ „მუნიციპალური რუსეთის“ მონაწილეები დააკავა

მოსკოვში პოლიციამ ფორუმ „მუნიციპალური რუსეთის“ მონაწილეები დააკავა.

შეხვედრაზე დაკავებულია 150-მდე ადამიანი, მათ შორის ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი პივოვაროვი, ასევე პოლიტიკოსები ვლადიმირ კარა-მურზა უმცროსი და ევგენი როიზმანი, მუნიციპალური დეპუტატი იულია გალიამინა, ილია იაშინი და სხვები. ფორუმი სასტუმრო „იზმაილოვოში“ იმართებოდა.

მასობრივი დაკავებების მიზეზად სამართალდამცველევმა რუსეთის ტერიტორიაზე „არასასურველი ორგანიზაციის“ საქმიანობა დაასახელეს.

„თქვეს „არასასურველი ორგანიზაციის“ შესახებ, თუმცა არ თქვეს, რომლის. ოდესმე გინახავთ, რომ მთელი დარბაზი დაეკავებინათ?“ – განაცხადა კარა-მურზამ.

ფორუმი „მუნიციპალური რუსეთი“ მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის, „ღია რუსეთის“ ორგანიზებით იმართებოდა.