მოსკოვში პანკ-ჯგუფ „ფუსი რაიოტის“ მონაწილეები დააკავეს

23:23, 07.09.2019

მოსკოვში პანკ-ჯგუფ „ფუსი რაიოტის“ მონაწილეები, აქტივისტი ნადეჟდა ტოლოკონიკოვა და ვერონიკა ნიკულშინა დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ჯგუფის კიდევ ერთ მონაწილეზე, პიოტრ ვერზილოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნადეჟდა ტოლოკონიკოვა და ვერონიკა ნიკულშინა სამართალდამცველებმა ფოტოგადაღების დროს დააკავეს. მათთან ერთად დაკავებული არიან ჯგუფის სხვა პირებიც, მათ შორის ფოტოგრაფები, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას და და კიდევ რამდენიმე აქტივისტი. არსებული მონაცემებით, სულ დაკავებულია 15 ადამიანი.

პიოტრ ვერზილოვის თქმით, მისთვის დაკავებების მიზეზი უცნობია.

პანკ-ჯგუფიფუსი რაიოტი“ 2012 წელს გახდა ცნობილი, როდესაც მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში შესრულებული ე.წ. „პანკ საგალობლის” გამო ჯგუფის სამი წევრი დააკავეს და ხულიგნობის მუხლით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მსგავსი