მოსკოვში, საკუთარ სახლთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში მისი თანაგუნდელი ოპოზიციონერი ილია იაშინი ავრცელებს.
როგორც რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანი რედაქცია წერს, პოლიტიკოსის დაკავების მიზეზი უცნობია. ადვოკატი ვადიმ როხოროვი აცხადებს, რომ მას დაკავებულთან არ უშვებენ.
უკრაინაში რუსეთის ძალების შეჭრის შემდეგ, კარა-მურზამ სხვა ოპოზიციონერებთან და საზოგადო მოღვაწეებთან რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტი ჩამოაყალიბა. კომიტეტის წევრები მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდებდნენ, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა სამხედრო დამნაშავეებად გამოეცხადებინათ.