მოსკოვში თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით ოპოზიციამ პიკეტები ჩაატარა. აქციის ორგანიზატორები მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებიდან დამოუკიდებელი კანდიდატების მოხსნას აპროტესტებდნენ.
პიკეტებში მონაწილე აქტივისტებს ხელში ეჭირათ პლაკატები, რომლითაც წინა აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ.
მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში უკვე რამდენიმე კვირაა, დემონსტრაციები და აქციები იმართება.
მიტინგები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე დამოუკიდებელ კანდიდატს მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის ნებართვა არ მისცა.