მოსკოვში კორონავირუსით კიდევ 61 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთის დედაქალაქში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი, ოფიციალური სტატისტიკით, 2 685-მდე გაიზარდა. ამის შესახებ კორნავირუსული ინფექციის კონტროლისა და მონიტორინგის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
რუსეთის ხელისუფლების მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსით 423 741 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 186 985 პაციენტი განიკურნა, 5 037 კი, გარდაიცვალა.