მოსკოვში, „გაზპრომის“ ოფისის 30-ე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა
მოსკოვში, „გაზპრომის“ ოფისის 30-ე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

მოსკოვში, „გაზპრომის“ ოფისის 30-ე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. ინფორმაციას რუსული მედია სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიღებული ტრავმების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ცნობით, დაღუპული „გაზპრომში“ მთავარ ტექნიკურ სპეციალისტად მუშაობდა. მომხდარის სხვა დეტალების შესახებ პოლიციაში ჯერ არ საუბრობენ.