მოსკოვში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა და ექიმებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს #1TVSPORT
მოსკოვში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა და ექიმებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს #1TVSPORT
მოსკოვში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსნებმა და ექიმებმა 9 აპრილს დაღუპულ ადამიანთა ხსოვნას პატივი სიმბოლური ჟესტით მიაგეს – „მადლობა თავისუფლებისთვის! ჩვენ გვახსოვს!“, – წერია საქრთველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. 

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს გამარჯვებულები 96 კგ. წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.დღეს, 9 აპრილს საქართველოს ნაკრების ღირსებას ანტონ პლესნოი დაიცავს.

შეჯიბრი 21 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს ტელესკოლის ეთერში იხილავთ.

დღეისათვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.