მოსკოვში გამომძიებელი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი დააკავეს. 36 წლის რეპორტიორი რუსი მაღალჩინოსნების კორუფციულ სქემებს იძიებდა. ის ვებგვერდ „მედუზას“ თანამშრომელია. ჟურნალისტს ბრალად ნარკოტიკებით ვაჭრობა წაუყენეს.
ჟურნალისტის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს დაკავების დროს სცემეს. სამართალდამცველები ამას უარყოფენ.
„მედუზაში“ განაცხადეს, რომ გოლუნოვი მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დააკავეს.
დაკავებული რეპორტიორი სასამართლოს წინაშე 8 ივნისს, დილით წარდგება.
გოლუნოვის დაკავების შემდეგ მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ჟურნალისტებმა ერთკაციანი პიკეტები გამართეს. 20-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს.