მოსკოვში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა

00:55, 15.06.2020

მოსკოვში კორონავირუსის შედეგად ბოლო 24 საათში 53 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში გააკეთეს.

ამრიგად, რუსეთის დედაქალაქში „კოვიდ-19“-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 3 334 შეადგინა.

საერთო ჯამში, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 528 ათასს აჭარბებს.

მსგავსი