მოსკოვში ათბალიანი ქარიშხლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, თვრამეტი კი დაშავდა
მოსკოვში ათბალიანი ქარიშხლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, თვრამეტი კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთი მამაკაცი ქარიშხლის შედეგად წაქცეულ ხეს ემსხვერპლა, ხოლო მეორე სამშენებლო კიბის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.
ქარიშხლის შედეგად დაზიანდა შენობებიც.