მოსკოვში ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს
მოსკოვში ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს

მოსკოვში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს. ინფორმაციას „ეხო მოსკვი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, იულია ნავალნაია მეუღლის მხარდასაჭერად მიმდინარე აქციაში მონაწილეობის მისაღებად მივიდა, როდესაც ის სამართალდამცავებმა დააკავეს.

აქცია ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთის ათეულობით ქალაქში იმართება.

მოსკოვში დაკავებულია 200-მდე მომიტინგე. რუსეთის მასშტაბით კი, 800-ზე მეტი დემონსტრანტი.