მოსკოვში აცხადებენ, რომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდამსხმელების ძებნა მიმდინარეობს
მოსკოვში აცხადებენ, რომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდამსხმელების ძებნა მიმდინარეობს

„როსგვარდიის“ განცხადებით, „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდამსხმელების ძებნა მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, „როსგვარდიის“ დანაყოფები ტერაქტის ადგილზე დამნაშავეებს ეძებენ და შენობიდან მოქალაქეების ევაკუაციას ახორციელებენ.

შეგახსენებთ, „ეფესბეს“ ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის შედეგად 40 ადამიანია დაღუპული.

„კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. სპეცრაზმმა შენობა შტურმით აიღო.