მოსკოვმა ოლეგ სმოლენკოვის ადგილსამყოფელის შესახებ ვაშინგტონისგან ინფორმაცია მოითხოვა
მოსკოვმა ოლეგ სმოლენკოვის ადგილსამყოფელის შესახებ ვაშინგტონისგან ინფორმაცია მოითხოვა

მოსკოვმა ვაშინგტონისგან ინტერპოლის ხაზით ოლეგ სმოლენკოვის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთის მოქალაქე უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ოჯახთან ერთად გაუჩინარდა, რის გამოც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ზახაროვას თქმით, სმოლენკოვი ორი წლის წინ გაქრა და ახლა, როდესაც მედია ახალ ინფორმაციას ავრცელებს, მნიშვნელოვანია ყველაფრის ყურადღებით შესწავლა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ფიქრობენ, რომ „ჯაშუშის სკანდალი“ აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან აშშ-ში საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო.

სიენენის“ ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, ოლეგ სმოლენკოვი აშშ-ის ჯაშუში იყო და სპეცსამსახურებმა რუსეთიდან 2017 წელს გაიყვანეს.

ოლეგ სმოლენკოვი აშშ-ში რუსეთის ელჩის თანაშემწე, მოგვიანებით კი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო.