მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, აეროპორტის ტერიტორიაზე დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა

11:38, 17.05.2026

მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტის ტერიტორიაზე დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 04:21 საათზე მოხდა.

როგორც აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შემთხვევამ ავიამიმოსვლაზე გავლენა იქონია, ოთხ საათზე მეტი დროის განმავლობაში შეზღუდვა მოქმედებდა, მიუხედავად იმისა, რომ დრონის ფრაგმენტები თვითმფრინავებისა და მგზავრთა მომსახურების ზონისგან მოშორებით დააფიქსირეს.

მსგავსი