მოსკოვის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, 121 ადამიანი დააკავეს
მოსკოვის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, 121 ადამიანი დააკავეს

მოსკოვის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი იმართება, სამართალდამცველებმა 121 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, სიმონოვის სასამართლოს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ დეტიშინმა. ეს სწორედ ის სასამართლოა, სადაც ნავალნის პროცესი მიმდინარეობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიცვალა მოსამართლე, რომელიც ნავალნის საქმეს განიხილავს.

სასამართლოს ტერიტორიაზე გადაკეტილია მიმდინარე ქუჩები და გამკაცრებულია უსაფრთხოება.

დღეს სასამართლო ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლაზე მსჯელობს. ამ მოთხოვნით რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს ჯერ კიდევ ნავალნის გერმანიიდან დაბრუნებამდე მიმართა.