მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
In this handout photo provided by Moscow City Court Russian opposition leader Alexei Navalny stands in the cage during a hearing to a motion from the Russian prison service to convert the suspended sentence of Navalny from the 2014 criminal conviction into a real prison term in the Moscow City Court in Moscow, Russia, Tuesday, Feb. 2, 2021. (Moscow City Court via AP)
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და მისი ლიკვიდაციის განკარგულება გასცა.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის. შედეგად, ალექსეი ნავალნის სექტემბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდება.
ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შესაძლოა, პატიმრობა დაემუქროს ორგანიზაციის სხვა წევრებსაც, ვინაიდან ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრობა პატიმრობას ითვალისწინებს.