მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელი რომის პაპს შეხვდა
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელი რომის პაპს შეხვდა

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი რომის პაპს შეხვდა.

შეხვედრის დაწყებამდე, ილარიონმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ პაპ ფრანცისკესთან უკრაინის ეკლესიის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის, ასევე რუსეთის ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის ურთიერთობების გართულების შესახებ ისაუბრებდა.

ვატიკანი შეხვედრის დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

„ჩვენ არ ველოდებით, რომ პაპი ამ ვითარებაში ჩაერევა ან მის მოგვარებას შეეცდება, მაგრამ მე ჩვენი სინოდის გადაწყვეტილებას გავაცნობ“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონმა შეხვედრის დაწყებამდე.