მოსკოვის პოლიციამ ბრიტანელი ლგბტ აქტივისტი დააკავა
მოსკოვის პოლიციამ ბრიტანელი ლგბტ აქტივისტი დააკავა

მოსკოვის პოლიციამ ბრიტანელი ლგბტ აქტივისტი დააკავა. სამართალდამცველების ცნობით, პიტერ ტატჩელის დაკავების მიზეზი არასანქცირებული აქციის გამართვა გახდა.

ერთკაციანი აქცია აქტივისტმა მოსკოვის ცენტრალურ ნაწილში, წითელ მოედანზე გამართა. ის ჩეჩნეთში სექსუალური უმცირესობის წინააღმდეგ უფლებების დარღვევას აპროტესტებდა. ტატჩელი ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნული პრობლემისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევისკენ მოუწოდებდა. თუმცა აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში აქტივისტი პოლიციამ დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა.

აქტივისტის დაკავებას რუსეთში დიდი ბრიტანეთის საელჩო გამოეხმაურა. დიპლომატიურ უწყებაში განაცხადეს, რომ ტატჩელის დაკავებას დაუყოვნებლივ გამოიძიებენ.
66 წლის პიტერ ტატჩელი უკვე მრავალი წელია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და ლგბტ უფლებების დასაცავად აქციებს მართავს.

რუსეთში ერთკაციანი აქციის გასამართად რაიმე სახის თანხმობის მიღება საჭირო არ არი. თუმცა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებასთან დაკავშირებით აქციის ჩატარებაზე ზომები გამკაცრებულია.