მოსკოვის მერმა „ვაგნერის“ ამბოხის გამო დაწესებული კონტრტერორისტული რეჟიმი გააუქმა
მოსკოვის მერმა „ვაგნერის“ ამბოხის გამო დაწესებული კონტრტერორისტული რეჟიმი გააუქმა

მოსკოვის მერმა ქალაქში დაწესებული კონტრტერორისტული რეჟიმი გააუქმა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ის აუქმებს რუსეთის დედაქალაქში დაწესებულ კონტრტერორისტულ რეჟიმს, რომელიც ხელისუფლებამ ევგენი პრიგოჟინის ამბოხის გამო დააწესა.

სობინიანმა „ტელეგრამის” საკუთარ არხზე გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ მსგავსი რეჟიმები გაუქმდა ვორონეჟისა და მოსკოვის რეგიონებში.

მედიის ცნობით, რუსეთის ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, შაბათს ანტიტერორისტული რეჟიმი დაწესდა სამ რეგიონში, როდესაც აჯანყებული „ვაგნერის“ დაქირავებულთა კოლონა მოსკოვისკენ დაიძრა.