მოსკოვის მერის ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოთხი დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდნენ
მოსკოვის მერის ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოთხი დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდნენ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდნენ, – ამის შესახებ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა.

„მოვიგერიეთ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდნენ“, – დაწერა ქალაქის მერმა „ტელეგრამის“ არხზე.

მოსკოვის მერმა ასევე აღნიშნა, რომ დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.

როგორც რუსული მედია წერს, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ახალი მოსკოვის ერთ-ერთ კერძო სახლს მოხვდა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.