მოსკოვის მერი რუსეთის რეგიონების მთავრობებს „რთული სცენარებისთვის მზადებისკენ“ მოუწოდებს
მოსკოვის მერი რუსეთის რეგიონების მთავრობებს „რთული სცენარებისთვის მზადებისკენ“ მოუწოდებს

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა რუსეთის სხვა რეგიონების მთავრობებს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით „რთული სცენარებისთვის მზადებისკენ“ მოუწოდა, – ამის შესახებ რუსეთის დედაქალაქის მერმა, ერთ-ერთ საავადმყოფოში ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ თათბირზე განაცხადა.
სერგეი სობიანინი მთავრობასთან არსებული, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა.

„რეგიონებში საჭიროა რთული გამოწვევებისთვის, რთული პრობლემებისთვის მზადება. ეს პრობლემები ჩაივლის, დიდება უფალს, თუმცა უნდა მოვემზადოთ“, – განაცახადა სობიანინმა.

მოსკოვის კომუნარკას დასახლებაში სამედიცინო ცენტრში ვლადიმერ პუტინის ვიზიტისას საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, დენის პროცენკომ გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთი მზად უნდა იყოს კორნავირუსის გავრცელებისთვის, მათ შორის მოვლენების იტალიური სცენარით განვითარებისთვის.

„სამედიცინო თვალსაზრისით, ახლა აღწერილია ორი ძირითადი სცენარი – აზიური სცენარი, როდესაც დაავადება სწრაფად ცხრება და იტალიური სცენარი – როდესაც ეს მზარდია. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, მნიშვნელოვანია, რომ დამუშავებული იყოს იტალიური სცენარი იმ შემთხვევისთვის, თუ მოულოდნელად მოხდება ეპიდემიის დიდი აფეთქება“, – აღნიშნა პროცენკომ.

დატოვე კომენტარი