მოსკოვის მერი აცხადებს, რომ რუსეთის დედაქალაქში კორონავირუსით რეალურად 300 000 ადამიანია ინფიცირებული
მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ რუსეთის დედაქალაქში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა 300 000-ია. ინფორმაციას გამოცემა „ტასი“ ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით კი მოსკოვში „კოვიდ-19“-ის 92 676 შემთხვევაა დაფიქსირებული. მოსკოვის მერი ამბობს, რომ დედაქალაქის მცხოვრებლები ცხოვრების ჩვეულ რიტმს მალე ვერ დაუბრუნდებიან.
ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“-ის 11 231 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაიღუპა 88 ადამიანი. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, რუსეთი მსოფლიოში უკვე მეხუთე ადგილზეა.