მოსკოვის მერი აცხადებს, რომ ქალაქში შეზღუდვები ეტაპობრივად, თვის ბოლომდე გაუქმდება
მოსკოვის მერი აცხადებს, რომ ქალაქში შეზღუდვები ეტაპობრივად, თვის ბოლომდე გაუქმდება

მოსკოვში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად, თვის ბოლომდე გაუქმდება, – შესაბამისი განცხადება ქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა გააკეთა.

სობიანინის თქმით, 9 ივნისიდან რუსეთის დედაქალაქში მოსახლეობა, მათ შორის 65 წელს გადაცილებული ადამიანებიც ნებისმიერ დროს შეძლებენ გარეთ გასვლას. ასევე ხვალიდან მოსკოვში უქმდება თვითიზოლაციის რეჟიმი.

16 ივნისიდან მოსკოვში ამუშავებდა სტომატოლოგიური კლინიკები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, ასევე განახლდება სპორტული ღონისძიებები, თუმცა ახალი რეკომენდაციების მიხედვით, სპორტულ ღონისძიებებს მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება. 23 ივნისიდან კი რუსეთის დედაქალაქში კაფეები და სპორტული დარბაზები გაიხსნება.

რუსეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსით 476 658 ადამიანი დაინფიცირდა, დაღუპულია 5 971 პაციენტი.

დატოვე კომენტარი