მოსკოვის „დინამოს“ მწვრთნელმა „ლოკომოტივზე“ კომენტარი გააკეთა - პატივისცემით ვეპყრობით და სერიოზულად მოვამზადებთ
მოსკოვის „დინამოს“ მწვრთნელმა „ლოკომოტივზე“ კომენტარი გააკეთა - პატივისცემით ვეპყრობით და სერიოზულად მოვამზადებთ

მოსკოვის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შეაფასა, სადაც მისი გუნდი თბილისის „ლოკომოტივს“ შეხვდება

„აშკარაა, რომ თბილისური გუნდი ჯერ მიზანმიმართულად არ შეგვისწავლია. მაგრამ უახლოეს დღეებში მათ თამაშებს ვუყურებთ და გავაანალიზებთ. ამ შემთხვევაში, ქართულ ფეხბურთზე მხოლოდ ზოგადი სიტყვები შემიძლია ვთქვა: მათ ტექნიკური მოთამაშეები ყოველთვის საკმარისად ჰყავდათ და გუნდები შეტევითი ფეხბურთის თამაშს ცდილობენ. ყველა მოწინააღმდეგეს პატივისცემით ვეპყრობით და სერიოზულად მოვამზადებთ,” – ციტირებს ნოვიკოვის სიტყვებს „დინამოს“ პრესსამსახური.

ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივისა“ და მოსკოვის „დინამოს“ მატჩი 17 სექტემბერს გაიმართება. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ერთრაუნდიან დაპირისპირებას თბილისში, „მიხეილ მესხი 2-ზე“ უმასპინძლებს.

გია ჭიაბრიშვილი: ფავორიტი მეტოქეა, რუმინელებთანაც აუტსაიდერებად გვთვლიდნენ