მოსამართლემ კონსტანტინე ჩახუნაშვილს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
მოსამართლემ კონსტანტინე ჩახუნაშვილს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ადმინისტრაციული წესით დაკავებული პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

კონსტანტინე ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ჩახუნაშვილი 9 დეკემბერს ნუცუბიძის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როცა აქციაზე მიდიოდა.