მოსამართლეების უვადოდ გამწესებაზე ნინო გვენეტაძე და გიორგი მიქაუტაძე კომენტარს არ აკეთებენ 
მოსამართლეების უვადოდ გამწესებაზე ნინო გვენეტაძე და გიორგი მიქაუტაძე კომენტარს არ აკეთებენ 

მოსამართლეების უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით ნინო გვენეტაძე და გიორგი მიქაუტაძე კომენტარს არ აკეთებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული დახურული შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, პირველი არხის ჟურნალისტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს და საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს მოსამართლეების უვადოდ გამწესებაზე დაუსვა კითხვა, თუმცა მათ სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვეს.

საქალაქო სასამართლოში შეხვედრა საქმეების ელექტრონულად განაწილების საკითხს ეხებოდა.

ამასთან, იუსტიციის საბჭოში არ გამორიცხავენ, რომ მოსამართლეების უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, კომენტარი დღის ბოლომდე გაკეთდეს.

ჯერ უცნობია, მოაწერს თუ არა ხელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 44 მოსამართლის უვადოდ გამწესებას.

გასული წლის ნოემბერში უვადოდ გამწესებული 34 მოსამართლის დანიშვნას ნინო გვენეტაძე რამდენიმე დღის განმავლობაში ხელს არ აწერდა. ამას კი წინ უძღოდა საბჭოში გამართული ხმაურიანი სხდომა.