მორიგი მატჩის წინ საქართველოს ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში გამართა | იაპონია 2019 (ფოტო)
მორიგი მატჩის წინ საქართველოს ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში გამართა | იაპონია 2019 (ფოტო)

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს სარაგბო პირველობის მორიგი მატჩის წინ საქართველოს ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში გამართა. ურუგვაის ეროვნულ გუნდს ბორჯღალოსნები ხვალ, 29 სექმემბერს დაუპირისპირდებიან და ჩემპიონატზე პირველი ქულების მოპოვებას შეეცდებიან.

მატჩი თბილისის დროით 09:15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ქართველმა მორაგბეებმა ერთ-ერათი ფავორიტის, უელსის წინააღმდეგ გამართეს და 14-43 დამარცხდნენ.