მორატა - „იუვენტუსის“ წარუმატებლობამ ჩვენ მხოლოდ გაგვაბრაზა და უფრო გაგვაძლიერა
მორატა - „იუვენტუსის“ წარუმატებლობამ ჩვენ მხოლოდ გაგვაბრაზა და უფრო გაგვაძლიერა

ტურინული გრანდის თავდამსხმელი, ალვარო მორატა დარწმუნებულია, რომ მისი გუნდისთვის სეზონის პირველ ნახევარში ნაკლებად წარმატებული ასპარეზობა დამატებითი სტიმული იქნება და ახალი წლიდან „იუვენტუსი“ საკუთარ ძალას აჩვენებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის მიმდინარე ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „იუვენტუსი“ მეექვსე ადგილზეა და ლიდერ „მილანს“ ათი ქულით ჩამორჩება.

„ჩვენ განრისხებულები დავბრუნდებით, – ციტირებს მორატას სიტყვებს Tuttosport. – წარუმატებლობები სტიმული იქნება და ახლი წლიდან, მოედანზე გაბრაზებულები, მტკიცედ და შეურყევლად გამოვალთ“.

თვითონ ალვარო მორატასთვის კი მიმდინარე სეზონი ნამდვილად არ არის წარუმატებლი, რადგან ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატში ოთხი გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მეტოქეთა კარი ექვსჯერ აიღო.