მორაგბეთა ნაკრების წევრი გიორგი ცუცქირიძე საფრანგეთის ტოპ-14-ში ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე კარიერას საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში, ტოპ-14-ში განაგრძობს.
გიორგი Pro D2-ის წარმომადგენლის, „ორიაკის“ ღირსებას იცავდა, ახალი სეზონიდან კი საფრანგეთის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდ „სტად ფრანსეში“ იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ ამ კლუბში ორი ქართველი მორაგბე უკვე ირიცხება – ვასილ კაკოვინი და გიორგი მელიქიძე.