მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი უკეთაა #1TVSPORT
მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი უკეთაა #1TVSPORT

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული სირთულეების გამო თვეზე მეტია საავადმყოფოშია, თავს უკეთ გრძნობს.

მას COVID19 5 ივლისს, სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩის შემდეგ დაუდგინდა და მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში. იოჰანესბურგში მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის თქმით, ის კვლავ რჩება მართვად სუნთქვაზე, თუმცა თავს უკეთ გრძნობს და პირადად შეძლო კონტაქტზე გამოსვლა.

ექიმების განცხადებით, მთავარი მწვრთნელის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმედ ფასდება, თუმცა, თუ გამოჯანმრთელების პროცესი ასეთი ტემპებით გაგრძელდება, დაახლოებით 10 დღეში ის უკვე დამოუკიდებლად შეძლებს სუნთქვას, სრულ რეაბილიტაციას კი 3-6 თვე დაჭირდება.

rugby.ge