მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ნებისმიერ ეტაპზე, რაშიც სახელმწიფოს მხარდაჭერა დაგვჭირდება, პრემიერმა აბსოლუტური თანადგომა გამოგვიცხადა
მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ნებისმიერ ეტაპზე, რაშიც სახელმწიფოს მხარდაჭერა დაგვჭირდება, პრემიერმა აბსოლუტური თანადგომა გამოგვიცხადა

ნებისმიერ ეტაპზე, რაშიც სახელმწიფოს მხარდაჭერა დაგვჭირდება, პრემიერმა აბსოლუტური თანადგომა გამოგვიცხადა, – ამის შესახებ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა, პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ პრობლემებს, რის წინაშეც სარაგბო სფერო იდგა.

„ხაზი გაესვა იმ პრობლემებს, რაც სარაგბო სფეროში იდგა. პრემიერმა აღგვითქვა დახმარება ყველა კუთხით, მათ შორის საკლუბო, სანაკრებო მიმართულებით. ეს მისი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერაა. ამ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონატი დაიწყება და ამაში დიდი როლი მიუძღვის სახელმწიფოს. რაც შეეხება ნაკრებს, ნაკრები ემზადება საკმაოდ სერიოზულად. ნებისმიერ ეტაპზე, რაშიც სახელმწიფოს მხარდაჭერა დაგვჭირდება, პრემიერმა აბსოლუტური თანადგომა გამოგვიცხადა. თუ გამოვიდა 8 ერზე საქართველოს დამატება, რასაც ყველანი ველოდებით, აქ უკვე სხვა გამოწვევები იქნება რაშიც ასევე მხარდაჭერა გამოგვიცხადა პრემიერმა“, – განაცხადა ლევან მაისაშვილმა.