მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე ახალი პორტალი შეიქმნა
მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე ახალი პორტალი შეიქმნა

მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე ახალი პორტალი შეიქმნა.

პორტალის საშუალებით, მოქალაქეებს შეუძლიათ, მიიღონ ინფორმაცია ინფიცირებულთა რაოდენობის, თავისუფალი საწოლების, დადებითობის მაჩვენებლის, კლინიკური სასტუმროების, აქტიური შემთხვევების, ქვეყანაში ჩატარებული ტესტირებებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობის შესახებ.

როგორც პორტალის პრეზენტაციაზე აღნიშნეს, პორტალზე შესაძლებელია, პაციენტების სტატუსის ნახვა და ასევე შემთხვევების ნახვა მკურნალობის ფორმის მიხედვით. ამასთან, რამდენი ადამიანი გადის მკურნალობას ბინაზე, სამედიცინო დაწესებულებაში და ოჯახის ექიმთან.

პორტალზე განთავსებულ „კოვიდ-19“-ის რუკაზე ასახულია რეგიონებში გავრცელების მაჩვენებელიც.

ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი პორტალი ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას მოიცავს.

სტატისტიკური მონაცემები ყოველ 24 საათში განახლდება.