დაპირისპირება ნიკა მელიასა და მოქალაქეს შორის - „ქოცები“ შენზე უარესები არიან, რომ არ გიჭერენ [ვიდეო]

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და მოქალაქეს შორის ქუჩაში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მოქალაქემ ნიკა მელიას მიმართა და განაცხადა, რომ გუშინ ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი ამაზრზენი იყო.

ნიკა მელიამ მოქალაქეს „ქოცი“ უწოდა, რის საპასუხოდაც მოქალაქემ განუცხადა: „ქოცები შენზე უარესები არიან, რომ არ გიჭერენ“.