მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ

01:19, 18.08.2021

პირებს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე – 1522.

ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი