მოქალაქეები სოციალური ბარათით გადახდისას პროდუქციის ყიდვასთან ერთად ნაღდი ფულის გატანასაც შეძლებენ
მოქალაქეები სოციალური ბარათით გადახდისას პროდუქციის ყიდვასთან ერთად ნაღდი ფულის გატანასაც შეძლებენ

„ლიბერთი ბანკის“ ახალი სერვისი დღეიდან ხელმისაწვდომია. „ლიბერთის“ მომხმარებლები აფთიაქებში სოციალური ბარათით გადახდისას, პროდუქციის ყიდვასთან ერთად ნაღდი ფულის გატანასაც შეძლებენ.

„ავერსი ფარმა“, „ფარმადეპო“,  „PSP Pharmacy”-ის ნებისმიერ აფთიაქში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მინიმუმ 5 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენისას, შეგიძლიათ სალაროდან 50 ლარამდე ოდენობით ნაღდი ფული მიიღოთ: პროდუქციის ღირებულებას, სურვილისამებრ ამატებთ სასურველ თანხას, რომელიც ბარათიდან ჩამოგეჭრებათ. ლიბერთის გადახდის ტერმინალი კი მოგემსახურებათ როგორც „ბანკომატი“. დღეს, ჩვენთვის მთავარია, შევამციროთ ბანკში ვიზიტის საჭიროება და მომხმარებელს შევთავაზოთ უსაფრთხო და კომფორტული მომსახურება იქ, სადაც ისინი რეგულარულად დადიან. გადაიხადეთ ბარათით. დაიცავით დისტანცია. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – აღნიშნულია „ლიბერთი ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.