მონტენეგროში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსის დაკავება გააპროტესტეს, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა
მონტენეგროში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსის დაკავება გააპროტესტეს, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა

მონტენეგროში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსის დაკავება გააპროტესტეს, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა. საპროტესტო აქციები მას შემდეგ გაიმართა, რაც სერბეთის მართლმადიდებლი ეკლესიის ეპისკოპოსი და კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი კარანტინის დარღვევაში დაადანაშაულეს და დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქ ნიკიშიჩსა და პლევლიაში 14 მაისის ღამეს აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, ეპისკოპოსს და სასულიერო პირებს კარანტინის დროს მასობრივი შეკრების ორგანიზებაში დასდეს ბრალი, რომელიც ერთ-ერთი რელიგიური დღესასწაულის აღსანიშნავად გაიმართა.

დაკავებული ეპისკოპოსის გათავისუფლება ნიკიშიჩის პოლიციის შენობასთან 400-ზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა. შემდეგ მათ ავტომაგისტრალის ბლოკირება სცადეს. მოგვიანებით აქცია სამართალდამცავებთან შეტაკებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები დაუშინეს. საპასუხოდ სამართალდამცავებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. დაშავდა 22 პოლიციელი. აქტივისტების ნაწილი დააკავეს.

აქცია გაიმართა ქალაქ პლევლიაშიც, სადაც არეულობის დროს დაშავდა ოთხი სამართალდამცველი.