მონტენეგროში სამხედრო-საზღვაო ფლოტის საწვრთნელ გემზე დამალული ნარკოტიკი აღმოაჩინეს
მონტენეგროში სამხედრო-საზღვაო ფლოტის საწვრთნელ გემზე დამალული ნარკოტიკი აღმოაჩინეს

მონტენეგროში სამხედრო-საზღვაო ფლოტის საწვრთნელ გემზე დამალული ნარკოტიკი აღმოაჩინეს.

სააგენტო „ესოშიეტიდ პრესის“ ცნობით, ამის შესახებ მონტენეგროს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

უწყების ინფორმაციით, ნარკოტიკები გემის თურქეთსა და საბერძნეთში დაგეგმილ გამგზავრებამდე აღმოაჩინეს.

როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, პოლიციამ ხომალდზე ჩხრეკა მას შემდეგ ჩაატარა, რაც მიიღო ინფორმაცია, რომ გარკვეული კრიმინალური დაჯგუფებები გემის ნარკოტიკის კონტრაბანდისთვის გამოყენებას გეგმავდნენ. ჩხრეკის დროს ამოიღეს ათობით კილოგრამი ნარკოტიკი.