მონტენეგრო ევროკავშირის წევრი ქვეყანა იქნება
მონტენეგრო ევროკავშირის წევრი ქვეყანა იქნება

მონტენეგრო ევროკავშირის შემდეგი წევრი ქვეყანა იქნება. ეს განცხადება მონტენეგროს პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა ინაუგურაციის ცერემონიალზე გააკეთა, რომელიც დღეს ცეტინიეში გაიმართა.

მონტენეგროს მმართველი პარტიის ლიდერმა ფიცი პარლამენტის წევრების წინაშე დადო.

სიტყვით გამოსვლისას ჯუკანოვიჩმა განაცხადა, რომ მონტენეგრო დასავლეთ ბაკლანეთის ყველაზე განვითარებული სახელმწიფოების და ევროკავშირის შემდეგი წევრი სწორედ მონტენეგრო იქნება. ამავე დროს სახელმწიფოს მეთაურმა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზეც ისაუბრა.

როგორც 6 თებერვალს ევროკომისიის ანგარიშშია ნათქვამი, მონტენეგროს აქვს შესაძლებელობა 2025 წლამდე გახდეს ევროკავშირის წევრი.

მონტენეგროში საპრეზიდენტო არჩევნები 15 აპრილს გაიმართა. მილო ჯუკანოვიჩს ხმა ამომრჩეველთა 63 პროცენტზე მეტმა მისცა.