მონტე კარლოს 11-გზის გამარჯვებული მიმდინარე ტურნირზე დღეს პირველ მატჩს გამართავს #1TVSPORT
მონტე კარლოს 11-გზის გამარჯვებული მიმდინარე ტურნირზე დღეს პირველ მატჩს გამართავს #1TVSPORT

მონტე კარლოში მიმდინარე მასტერსის 1000-ქულიან ტურნირზე, დღეს გრუნტის მეფედ წოდებული, ესპანელი რაფაელ ნადალი პირველ შეხვედრას არგენტინელ ფედერიკო დელბონისთან გამართავს. მისი მეტოქე არგენტინელია და მსოფლიო რეიტინგში 87-ე ადგილს იკავებს, ესპანელი კი სიის მესამე ნომერია.

ნადალს, რომელსაც დიდი სლემის ტურნირები 20-ჯერ აქვს მოგებული, მონტე კარლოში მე-12 ტიტულისთვის იბრძოლბს. მას დელბონისთან ოთხჯერ აქვს ნათამაშები და მეტოქე ყველა მატჩში ისე დაამარცხა, რომ ესპანელს ერთი სეტიც არ წაუგია. მონტე კარლოს ტურნირს, რომელიც მასტერსის სერიის გათამაშებად 2009 წელს გადაკეთდა, ძალიან დიდი ტრადიცია აქვს. პირველი ტურნირი კი 19-ე საუკუნის ბოლოს, 1897 წელს გაიმართა.

წელს საპრიზო ფონდი 2,460,585 ევროს შეადგენს და გამარჯვებული 250 ათასზე მეტს მიიღებს. დღესვე, მონტე კარლოში ტურნირის საწყის შეხვედრას მსოფლიოს პირველი ჩოგანი, დიდი სლემის ტურნირების 18-გზის გამარჯვებული, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გამართავს. იგი 19 წლის იტალიელ იანიკ სინერთან ითამაშებს, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. იტალიელი რეიტინგის 22-ე ნომერია. სინერმა ცოტა ხნის წინ მაიამის მასტერსის ფინალში იასპარეზა, სადაც პოლონელ ჰურკაჩთან დამარცხდა. ნოვაკ ჯოკოვიჩს მონტე კარლოს ტურნირი ორჯერ, 2013 და 2015 წლებში აქვს მოგებული.

დატოვე კომენტარი