„მონპელიესა“ და „სენტ-ეტიენის“ მატჩი ტრიბუნებზე მომხდარი არეულობის გამო შეწყდა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენისა“ და „მონპელიეს“ მატჩი ტრიბუნაზე მომხდარი ინციდენტის გამო მე-60 წუთზე შეწყდა.
მატჩის შეწყვეტის დროს „სენტ-ეტიენი“ უშუალო კონკურენტ „მონპელიეს“ 2:0 ამარცხებდა – მეორე გოლი ქართველი ფეხბურთელის გადაცემის შემდეგ გავიდა.
მე-60 წუთზე თამაში „მონპელიეს კოპზე“ იმის გამო შეწყდა, რომ მასპინძელთა ფანებმა მოედანზე პიროტექნიკა ისროლეს, შემდეგ სკამებიც დაამტვრიეს – უსაფრთხოების მიზნით, არბიტრმა გუნდებს გასახდელისკენ მიუთითა.