მონხილმა და ორშულამ „დინამო თბილისი“ დატოვეს - ესპანელმა წასვლა თავად ითხოვა, სლოვაკმა საქართველოში ერთხელაც ვერ გაიტანა #1TVSPORT
მონხილმა და ორშულამ „დინამო თბილისი“ დატოვეს - ესპანელმა წასვლა თავად ითხოვა, სლოვაკმა საქართველოში ერთხელაც ვერ გაიტანა #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ ორ ლეგიონერს დაემშვიდობა. გუნდი ვიქტორ მონხილმა და ფილიპ ორშულამ დატოვეს, – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

28 წლის ესპანელი ცენტრალური მცველი გუნდიდან წასვლის ინიციატორი თავად იყო, ხოლო 28 წლის სლოვაკ თავდამსხმელთან თანამშრომლობის გაწყვეტა „დინამომ“ გადაწყვიტა.

ფილიპ ორშულასთან თანამშრომლობის შეწყვეტა რომ ლოგიკური იყო, სკატისტიკა მეტყველებს – გუნდში 2020 წელს ჩაირიცხა, ამ ორ წელიწადში „დინამოს“ ფორმა 7-ჯერ მოირგო და ერთი გოლი არ გაუტანია.

ვიქტორ მონხილი სხვა შემთხვევაა – მან გუნდს გათავისუფლება პირად პრობლემებზე დაყრდნობით სთხოვა. ის გუნდში 2019 წელს ჩაირიცხა და ჩემპიონობის მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა, მერე კი ინდოეთში, კალკუტას „დინამოში“ გადავიდა. მონხილი 2020 წლის ბოლოს თბილისურ კლუბში დაბრუნდა – სულ ესპანელმა მცველმა „დინამოს“ ფორმა ეროვნულ ლიგაში 49-ჯერ მოირგო და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს „ნეფთჩის“ შეხვდება და ამ მატჩამდე ასეთი საკვანძო მოთამაშის გამოკლება გუნდისთვის საგრძნობი დანაკლისია.