მონაკოს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ლეონარდო ჟარდიმი დაბრუნდა
მონაკოს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ლეონარდო ჟარდიმი დაბრუნდა

ბოლო დღეებში გავრცელებული ხმები დადასტურდა: მონაკოს ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ისევ პორტუგალიელი ლეონარდო ჟარდიმი დანიშნა. კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა ოფიციალურ განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ გასული წლის ოქტომბერში ჟარდიმის გუნდიდან გაშვება ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო.

„ლეონარდოს უნდა მიეცეს საქმის გაგრძელების საშუალება. უნდა ვაღიაროთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ძალიან ბევრი საკვანძო ფეხბურთელი გავყიდეთ და, მიუხედავად საკმარისი ინვესტიციებისა, მათი შემცვლელების მოყვანისას შეცდომები დავუშვით“, – განაცხადა ვასილიევმა.

საფრანგეთის ლიგა 1-ს მიდინარე სეზონში, 21 ტურის შემდეგ, მონაკოს 15 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.