„მონაკოს“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ლეონარდო ჟარდიმი გაანთავისუფლა და, როგორც იტყობინებიან, ყველაზე დიდი ალბათობით მას ტიერი ანრი შეცვლის.
2016-17 წლების სეზონში ჟარდიმმა „მონაკო“ საფრანგეთის ჩემპიონი გახადა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ათამაშა, თუმცა იმავე ზაფხულს გუნდიდან ბევრი წამყვანი ფეხბურთელი წავიდა. მიუხედავად ამისა, მომდევნო სეზონი გუნდმა მეორე ადგილზე დაასრულა და მხოლოდ „პარი სენ-ჟერმენს“ ჩამორჩა.
ჟარდიმის განთავისუფლების მიზეზი 2018-19 წლების სეზონის ცუდად დაწყება გახდა. მიმდინარე წელს „მონაკომ“ ჩემპიონატის პირველი ცხრა თამაშიდან ხუთი წააგო და გასავარდნ ზონაში იმყოფება.