საფრანგეთის ჩემპიონატის მონაწილე „მონაკომ“ ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა. ფრანგულ კლუბს სათავეში ბელგიური „ბრიუგეს“ დამრიგებელი ფილიპ კლემანი ჩაუდგა.
მხარეებმა 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმეს კონტრაქტი.
კლემანმა „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნიკო კოვაჩი შეცვალა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს.
47 წლის კლემანი ადრე „გენკსა“ და „ბევერენში“ მუშაობდა. „ბრიუგესთან“ ერთად ის ორჯერ გახდა ბელგიის ჩემპიონი, „გენკთან“ ერთად – ერთხელ.
19 ტურის შემდეგ, „მონაკო“ 29 ქულით მეექვსე ადგილზეა ლიგა 1-ის ცხრილში.