„მონაკომ“ საკუთარ გვერდზე გამოაცხადა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელად 41 წლის ფრანგი, ტიერი ანრი ინიშნება. მან ამ პოსტზე პორტუგალიელი ლეონარდო ჟარდიმი შეცვალა, რომელიც ხუთშაბათს გაანთავისუფლეს.
ტიერი ანრი „მონაკოს“ აღზრდილია – ის ამ გუნდში 1994-99 წლებში თამაშობდა. ფარნგი თავდამსხმელი 2016 წლიდან, ბელგიის ნაკრებში, მთავარი მწვრთნელის რობერტო მარტინესის ასისტენტად მუშაობდა.
„მონაკომ“ ამ სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო და საფრანგეთის ჩემპიონატში მე-18 ადგილზეა.