„მონაკო“ ბელოტით სერიოზულად დაინტერესდა

14:27, 10.06.2020

„ტორინოს“ ფორვარდმა ანდრეა ბელოტიმ, შესაძლოა კარიერა საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. გაზეთ „ეკიპის“ ინფორმაციით, იტალიელით „მონაკო“ დაინტერესდა.

მონაკოელები ახალი ფორვარდის ძიებაში არიან, რადგან, დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს ვისამ ბენ-იედერი, რომელსაც რამდენიმე კლუბი ეპატიჟება.

ამ სეზონში ბელოტიმ სერია A-ში 23 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.

26 წლის იტალიელის კონტრაქტი ტურინულ კლუბთან 2022 წლის ზაფხულში იწურება. მისი სატრანსფერო ღირებულება 32 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი