მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები 31 დეკემბერს, 1, 2, 3 და 7 იანვარს არ იმუშავებს
მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები 31 დეკემბერს, 1, 2, 3 და 7 იანვარს არ იმუშავებს

მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები 31 დეკემბერს, 1, 2, 3 და 7 იანვარს არ იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 4 იანვრიდან ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მიმართონ მომსახურების სააგენტოს და ისარგებლონ შემდეგი მომსახურებით: სატრანსპორტო საშუალების განბაჟება, რეექსპორტი, ექსპორტი, ავტომობილის რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად.

18 იანვრიდან განახლდება მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება.

„მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებთან დაკავშირებით, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მომსახურების ცენტრებში მზა დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში კვირის შემდეგ დღეებში: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით კვლავ შეჩერებული იქნება: ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები, მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება (გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე). ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში ყველა სერვისების მიწოდება კვლავ, დროებით შეჩერებული იქნება.

მომსახურების სააგენტო რეკომენდაციით მიმართავს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ სააგენტოს სერვისცენტრებში ვიზიტისგან, ხოლო მიმართვის შემთხვევაში-გარეშე პირების თანხლებისგან. 2021 წლის 18 იანვრიდან მომსახურების სააგენტოს მიერ, პანდემიის პირობებში, რეგულაციების სრული დაცვით მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება ეტაპობრივად აღდგება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი