მომსახურების სააგენტო - რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში 7-15 აგვისტოს მხოლოდ B კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება იქნება შესაძლებელი
მომსახურების სააგენტო - რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში 7-15 აგვისტოს მხოლოდ B კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება იქნება შესაძლებელი

მომსახურების სააგენტოს ცნობით, რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში იგეგმება საგამოცდო პრაქტიკული მოედნის განახლება, რის გამოც, 7-15 აგვისტოს შესაძლებელი იქნება მხოლოდ B კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში იგეგმება საგამოცდო პრაქტიკული მოედნის განახლება, რის გამოც 7 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, შესაძლებელი იქნება მხოლოდ B კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, ხოლო სხვა დანარჩენი კატეგორიის/ქვეკატეგორიის პრაქტიკული გამოცდის მიღება დროებით შეჩერდება“, – აღნიშნულია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.