მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის კონფერენციის ფარგლებში, პროგრამის მეორე დღის ოფიციალურ ნაწილს ლევან კალანდაძე მოხსენებით გახსნის

08:58, 16.09.2026

საქართველოში გამართულ მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში, პროგრამის მეორე დღის ოფიციალურ ნაწილს GCCA-ის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კალანდაძე მოხსენებით გახსნის.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით,​ ICPEN-ის მაღალი დონის კონფერენციის მეორე დღეს, მონაწილეები მომხმარებელთა დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისა და ეფექტიანი აღსრულების საკითხებს განიხილავენ.

„დღის ოფიციალურ ნაწილს მოხსენებით საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან კალანდაძე გახსნის. კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო რამდენიმე ქვეყნის შესაბამის უწყებასთან. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს გააფორმებს. მემორანდუმები ეფუძნება მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და მიზნად ისახავს მომხმარებელთა პრობლემების ადრეული გამოვლენისა და მათზე კოორდინირებული რეაგირების შესაძლებლობების განვითარებას.

16 სექტემბერს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომხმარებელთა დაცვის სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებას, მათ შორის საჯარო უწყებებსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან კოორდინაციას, ინფორმაციის გაზიარებასა და თაღლითობისა და მომხმარებელთათვის საზიანო შემთხვევების გამოვლენასა და მათზე კოორდინირებულ რეაგირებას. პანელებზე განხილული იქნება გარე პარტნიორების – აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი მომხმარებელთა განათლებაში, კვლევაში, საჩივრების იდენტიფიცირებასა და პოლიტიკის შემუშავებაში, მოწყვლად მომხმარებლებთან მუშაობისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული აღსრულების მიმართულებით.

დისკუსიები გაიმართება მომხმარებელთა დაცვის შედარებით ახალი და მცირე ზომის უწყებების პრაქტიკულ გადაწყვეტილებებსა და გამოცდილებაზე, საჯარო უწყებებსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობაზე“,- აღნიშნულია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციაში.

მსგავსი